შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პრეზიდენტს გავრილოვისთვის ორდენი უნდა გადაეცა, მაგრამ ზურაბიშვილი იქ არ იყო- კობახიძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=41805 
 09 ოქტომბერი 2019

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეის ჩატარება არაერთ რისკთან იყო დაკავშირებული და მათი ნაწილი წარმატებით მოაგვარეს. ის ამბობს, რომ ასამბლეის სამდივნომ მათ შესთავაზა საქართველოს პრეზიდენტს რუსი კომუნისტი დეპუტატი და ამ ასამბლეის პრეზიდენტი სერგეი გავრილოვი დაეჯილდოებინა.

მისი თქმით, ეს "რისკი" იმით "გაანეიტრალეს", რომ ზურაბიშვილს სთხოვეს ასამბლეის გახსნაში მონაწილეობა არ მიეღო.

"შემოგვთავაზეს გავრილოვის დაჯილდოება გარკვეული მედლით, ორდენით და ეს უნდა გაეკეთებინა საქართველოს პრეზიდენტს. დავინახეთ რისკი და აშკარად იყო ამ ყველაფერში რისკი. სწორედ ამ მიზეზით ჩვენ ვთხოვეთ პრეზიდენტს, რომ მონაწილეობა არ მიეღო ასამბლეის გახსნაში, რაც მთლიანად ანეიტრალებდა ამ პრობლემას. ეს იყო პირველი რისკი, რაც დაკავშირებული იყო სამდივნოს მიერ შემოთავაზებულ იდეებთან", — განაცხადა მან ტელეკომპანია იმედის ეთერში.

მისივე თქმით, რისკი იყო ისიც, რომ სამდივნოს სურდა ასამბლეის გახსნაზე ორი ქვეყნის, რუსეთისა და საქართველოა პატრიარქების მიმართვები წარედგინათ.

"მასპინძელ ქვეყანასთან ერთად მხოლოდ ერთი ქვეყნის პარიარქის მიმართვა უნდა ყოფილიყო წარდგენილი. შესბამისად, ჩვენ თვითონ ვიზრუნეთ იმისათვის, რომ რამდენიმე მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის სიტყვები მოგვეპოვებინა და წარგვედგინა ასამბლეაზე", — განაცხადა მან.

კობახიძის თქმით, ეს რისკები პირველ დღეს, 19 სექტემბერსვე გაანეიტრალეს და "მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ ჰქონდათ [ოპოზიციას] გეგმები დამუშავებული, ვერ მოახერხეს ვერაფრის დაპირისპირება". ის ამტკიცებს, რომ ოპოზიციას არეულობა წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი და ამის არგუმენტად ასახელებს ტრანსპარანტებს, რომელიც აქციის მონაწილეებმა მალევე მიიტანეს პარლამენტთან.

გარდა ამისა, კობახიძე ფიქრობს, რომ საზოგადოებამ ძალიან დიდი მნიშვნელობა მიანიჭა სპიკერის სკამს, რომელშიც გავრილოვი იჯდა. მისი თქმით, ეს ერთ-ერთი პირველი და ბოლო შემთხვევაა საქართველოს და მსოფლიოს ისტორიაში, როდესაც სპიკერის სკამი საკრალურ ნივთად იქცა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
პოლიტიკა