შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რეგისტრირებული დანაშაულის გაზრდილი სტატისტიკა

საზოგადოება
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
ორიგინალი სტატია:  http://borjomi.tv/axali-ambebi/sazogadoeba/article/7318 
 29 მარტი 2019
რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა, იანვარ - თებერვალში წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 31.56%-ით არის გაზრდილი, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს.

როგორც სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2019 წლის იანვარ-თებერვალში რეგისტრირებული დანაშაულის საერთო რაოდენობამ 11 671 შეადგინა, ხოლო გასული წლის ამავე პერიოდში 8 871 დანაშაულია რეგისტრირებული.

ამავდროულად, შემცირებულია დანაშაულის გახსნის სტატისტიკა.


2019 წლის იანვარ-თებერვალში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გახსნილია რეგისტრირებულ დანაშაულთა 24.07%, ხოლო 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში გახსნილია რეგისტრირებულ დანაშაულთა 31.07%.


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
საზოგადოება