შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მონიკა ჭანტურია საუკეთესო მასწავლებელთა ხუთეულში მოხვდა

საზოგადოება
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
ორიგინალი სტატია:  http://borjomi.tv/axali-ambebi/sazogadoeba/article/7366 
 10 აპრილი 2019

პედაგოგი, მონიკა ჭანტურია კონკურსის „საუკეთესო ქართული ენის მასწავლებელი“ პირველ ეტაპზე ხუთ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა.


კონკურსის მეორე ეტაპი,რაც საბოლოოდ გამარჯვებულს გამოავლენს გაკვეთილზე დაკვირვებას მოიცავს. საკონკურსო კომისია წაღვერის საჯარო სკოლაში მონიკა ჭანტურიას გაკვეთილს დაესწრო.გაკვეთილის თემა ვაჟა-ფშაველას ,,სტუმარ-მასპინძელი“იყო.

კონკურსის მეორე ეტაპის შეჯამების შემდეგ, უახლოეს მომავალში გამარჯვებული პედაგოგი გამოვლინდება.

შეგახსენებთ,რომ მონიკა ჭანტურია წაღვერის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგია.

 


 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება