შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

10 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ფული გადმოირიცხა

ეკონომიკა
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
ორიგინალი სტატია:  http://borjomi.tv/axali-ambebi/ekonomika/article/7474 
 15 მაისი 2019
რუსეთი, იტალია, საბერძნეთი, აშშ, ისრაელი - ეს იმ ქვეყნების ნაწილია, საიდანაც 2019 წლის აპრილში, საქართველოში ყველაზე მეტი ფული გადმოირიცხა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2019 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 137.1 მლნ აშშ დოლარი (369.4 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 10.1 %-ით (12.6 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2018 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ამავე მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის აპრილში ყველაზე დიდი რაოდენობის თანხა რუსეთიდან გამოირიცხა. კერძოდ, გადმორიცხვების მოცულობის მიხედვით, ტოპ 10 ქვეყნის ჩამონათვალი ასე გამოიყურება:


  • რუსეთი - 34,35 მლნ დოლარი
  • იტალია - 18, 44 მლნ დოლარი
  • საბერძნეთი - 16,34 მლნ დოლარი
  • აშშ - 14,68 მლნ დოლარი
  • ისრაელი - 13, 33 მლნ დოლარი
  • თურქეთი - 7,76 მლნ დოლარი
  • ესპანეთი - 4,01 მლნ დოლარი
  • გერმანია - 3,76 მლნ დოლარი
  • უკრაინა - 2,95 მლნ დოლარი
  • პოლონეთი - 2,53 მლნ დოლარი
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება