შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ჩვენი პირველადი ამოცანა გახლავთ, რომ ეს პროვოკაცია ამოიწუროს"- მამუკა ბახტაძე

საზოგადოება
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
ორიგინალი სტატია:  http://borjomi.tv/axali-ambebi/sazogadoeba/article/7739 
 28 ივნისი 2019
პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ პროვოკაციაზე უნდა აიღოს იმ დესტრუქციულმა ძალამ, რომელმაც გამოიყენა ჩვენი მოქალაქეების გულწრფელი პროტესტი თავის იარაღად, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენეთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ბახტაძე შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა განვითარებულ მოვლენებზე იმ დესტრუქციულმა ძალამ უნდა აიღოს რომელმაც მოქალაქეების გულწრფელი პროტესტი თავის იარაღად გამოიყენა. „ჩვენი პირველადი ამოცანა გახლავთ რომ ეს პროვოკაცია ამოიწუროს და არ დარჩეს არც ერთი კითხვის ნიშანი. ჩვენ არ გვიჭირს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება და გვაქვს უმაღლესი სტანდარტი. ასე მოხდა, როდესაც ჩვენს უახლეს ისტორიაში გადადგა გენერალური პროკურორი და იგივე შემიძლია ვთქვა, როდესაც გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. რაც შეეხება მოთხოვნას, რომ გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია. პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ პროვოკაციაზე უნდა აიღოს იმ დესტრუქციულმა ძალამ, რომელმაც გამოიყენა ჩვენი მოქალაქეების გულწრფელი პროტესტი თავის იარაღად და ეს ერთმნიშვნელოვანია. ამავე დროს ჩვენ ვუზრუნველყოფთ ტრანსფარანტულ და გამჭივრვალე გამოძიებას, როდესაც საუბარია ძალის გადამეტების ცალკეულ შემთხვევებზე და ამაზეც არანაირი კითხვის ნიშანი არ უნდა არსებობდეს ქართულ საზოგადოებაში. ჩვენ ქართულ საზოგადოებასთან ერთად დავინახავთ და გვექნება კონკრეტული ანალიზი, რასთან გვქონდა საქმე. თუ ცალკეული შემთხვევების ერთობლიობა, ის ანალიზი, რომელიც დაიდება გამოძიების მიერ, იქნება შესაბამისი, პირველ რიგში, სწორედ ქართული საზოგადოებაა, ის ვინც ამ ყველაფერს განსაზღვრავს და შეაფასებს“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება