შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ავტომობილის მართვის მოწმობის საფასური იცვლება

საზოგადოება
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
ორიგინალი სტატია:  http://borjomi.tv/axali-ambebi/sazogadoeba/article/7767 
 04 ივლისი 2019
ამის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში უკვე წარდგენილია. კერძოდ, პროექტის მიხედვით, მექანიკური და ავტომატური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ფასები გათანაბრდება.
კერძოდ, როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, თეორიულ გამოცდაზე დაშვება 40 ლარის ნაცვლად 20 ლარი გახდება.

ამასთან, გამომდინარე იქიდან, რომ პრაქტიკული გამოცდა ხდება ორეტაპიანი, თითოეული ეტაპის საფასური დამოუკიდებლად დადგინდება. კერძოდ, პირველი ეტაპი ანუ დახურულ მოედანზე პრაქტიკული გამოცდაზე ერთჯერადად დაშვების საფასურია 40 ლარი; ხოლო მეორე ეტაპზე ანუ რეალურ მოძრაობაში (ქუჩაში) ერთჯერადად დაშვების ფასი - 90 ლარი იქნება.

„კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს მართვის უფლების მისაღები გამოცდის პროცესის დახვეწა და ასევე, საგზაო უსაფრთხოების დონის ამაღლება. მართვის მოწმობის მიღების პროცესს დაემატება ახალი ეტაპი - რეალურ საგზაო სივრცეში მონაწილეობა, იმისათვის რომ მძღოლობის კანდიდატმა მართვის მოწმობა მიიღოს.ნებისმიერი გასვლა დახურულ მოედანზე 40 ლარი იქნება. პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის ღირებულება B კატეგორიისთვის იქნება 90 ლარი. ყველა სხვა კატეგორიისთვის იქნება 150 ლარი. ასევე განსაზღვრულია დაჩქარებული მომსახურების საფასური“- ნათქვამია მომსახურების სააგენტოს განცხადებაში
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
საზოგადოება