შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა იწურება

საზოგადოება
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
ორიგინალი სტატია:  http://borjomi.tv/axali-ambebi/sazogadoeba/article/8072 
 26 აგვისტო 2019
საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა აბიტურიენტებისათვის დღეს, 18:00 საათზე იწურება. შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ პროგრამის არჩევისას ყურადღება უნდა მიაქციოს: აკრედიტებულია თუ არა საგანმანათლებლო პროგრამა (არააკრედიტებული პროგრამა არ ფინანსდება სახელმწიფოს მიერ); რომელ ქალაქში მიმდინარეობს სწავლა ამ საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით; ასევე, რამდენია საგანმანათლებლო პროგრამაზე არსებული ადგილების რაოდენობა; ამასთან, აბიტურიენტმა ყურადღება უნდა მიაქციოს რამდენია უმაღლესი სასწავლებლის მიერ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასაბარებელი გამოცდისათვის მინიჭებული კოეფიციენტი და საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის საფასური; ნახოს საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ენა და შეამოწმოს გაზრდილია თუ არა უმაღლესი სასწავლებლის მიერ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

შეგახსენებთ, რომ აბიტურიენტებს საშუალება აქვთ შეუზღუდავი რაოდენობით აირჩიონ ის საგანმანათლებლო პროგრამები, რომელთა მოთხოვნებსაც მათ მიერ ჩაბარებული საგნობრივი გამოცდები და მიღებული ქულები შეესაბამება.

შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტმა აუცილებელია ასევე გაითვალისწინოს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მიღებული საკონკურსო ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა მის მიერ მითითებული რეიტინგული სიის პირველ პროგრამაზე ჩასარიცხად, მაშინ განიხილება ჩამონათვალში მითითებულ მეორე პროგრამაზე მისი ჩარიცხვის საკითხი და ა. შ.

მათივე ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი ჩაირიცხა რეიტინგული ჩამონათვალის რომელიმე პროგრამაზე, მაშინ რეიტინგულ სიაში მითითებულ მომდევნო პროგრამაზე მისი ჩარიცხვის საკითხი აღარ განიხილება.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
საზოგადოება
კულტურა
ტელეკომპანია ბორჯომი

16 წლიდან სცენაზე