შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

2019 წელს პური 10 თეთრით გაძვირდა

საზოგადოება
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
ორიგინალი სტატია:  http://borjomi.tv/axali-ambebi/sazogadoeba/article/8231 
 17 ოქტომბერი 2019
"საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის" ხელმძღვანელის, მალხაზ დოლიძის განცხადებით, წელს პურის ფასი 10 თეთრის ფარგლებშია გაზრდილი, თუმცა ამ ეტაპზე ფასის დამატებით ზრდა მოსალოდნელი არ არის. როგორც მალხაზ დოლიძემ  განაცხადა, გაზრდილია დამხმარე მასალების ფასები, რაც პურის საბოლოო ღირებულებაზე აისახება.

"წელს პურის ფასი 10 თეთრის ფარგლებშია გაზრდილი. ვიცით, რომ მსოფლიო ბაზარზე ხორბლის და ფქვილის ფასებია შეცვლილი, რაც პურის ფასებზე აისახა ასორტიმენტების მიხედვით. გაძვირებულია შესაფუთი მასალა, პრობლემებია დისტრიბუციაში, მაღაზიები “ქეშბექს” და სხვადასხვა სახის თანხებს ითხოვენ. რა თქმა უნდა, იმოქმედა ლარის კურსმა. ჩვენ დამხმარე მასალებს ვყიდულობთ და ყველაფერი გაძვირებულია" - განაცხადა დოლიძემ.

მისივე თქმით, ჯერჯერობით ფქვილის ფასი სტაბილურია და პურის გაძვირება მოსალოდნელი არაა.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
სამართალი