შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხის სკოლებში გათბობა გათიშეს – მოსწავლეები ამბობენ, რომ კლასებში ცივა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22363 
 24 აპრილი 2019
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში ბოლო რვა დღის განმავლობაში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღე–ღამის განმავლობაში 13 გრადუსი იყო, ყველაზე დაბალი კი –1.პირველი საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ნაწილი ამბობს, რომ იმ ოთახებში, სადაც მზე არ შედის ცივა, ამიტომ იძულებულები არიან გაკვეთილზე ქურთუკები ჩაიცვან: „როცა გარეთ ცუდი ამინდია კლასშიც გვცივა, ამიტომ ვუთხარი დედას, რომ უფრო თბილად ჩამაცვას“.ახალციხის პირველი საჯარო სკოლის დირექტორის ჟუჟუნა გოგოლაურის განცხადებით, გათბობა შენობაში 10 აპრილს გათიშა, 15 აპრილამდე კი დილის საათებში ორი საათით რთავდა: „კანონის ფარგლებში ვმოქმედებ. პირველი აპრილიდან ითიშება სკოლებში გათბობა. მოდით და ნახეთ კლასებში თბილა, ფანჯრები აქვთ ღია. გაზი არის ძვირი სიამოვნება, ამიტომ ზედმეტად ვერ მოიხმარ“. ცენტრალური გათბობა გათიშულია ახალციხის მეხუთე და მესამე საჯარო სკოლებშიც.„ორი შვილი მყავს მესამე და მეორე კლასელი, რამდენიმე დღის წინ მითხრეს ბავშვებმა რომ გაკვეთილებზე სცივათ. გავბრაზდი და მასწავლებელსაც ვუთხარი“, – ამბობს მეხუთე სკოლის მოსწავლეების მშობელი.მეექვსე საჯარო სკოლასა და კერძო სკოლა „მზექაში“ კლასები ამ დრომდე თბება. დირექტორები ამბობენ, რომ მანამდე იქნება გათბობა ჩართული ვიდრე ეციება. „ამ კვირის ბოლომდე გვექნება გათბობა ჩართული, შემდეგ გავთიშავთ. თუ უამინდობა გაგრძელდება ისევ გავათბობთ კლასებს“, – ამბობს „მზექას“ დირექტორი ბელა კაპანაძე.განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ რეგულაცია როდის უნდა ჩაირთოს ან გამოირთოს გათბობა სკოლებში არ არსებობს, ამ გადაწყვეტილებას სკოლის დირექცია იღებს.„ჩვენ აუცილებლად გავარკვევთ ამ საკითხს, თუ სკოლებში ცივა, ვეტყვით რომ ჩართონ გათბობა“, – აცხადებენ განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.გრძელვადიანი ამინდის პროგნოზის (amindi.ge) მიხედვით უამინდობა ახალციხეში 17 მაისამდე გაგრძელდება. მაქსიმალური ტემპერატურა 17–21 გრადუსს მიაღწევს, ღამის საათებში ტეპერატურა 5–7 გრადსამდე დაიწევს.[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
მულტიმედია