შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ექიმი გვირჩევს: ტყვია ორგანიზმში [ვიდეო]

მულტიმედია
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22661 
 17 მაისი 2019
ვინ არიან ტყვიის შემცველობის რისკ–ჯგუფში:► 0–6 წლამდე ასაკის ბავშვები;► ორსულები;► მე–20 საუკუნის 70–იან წლებამდე აშენებული სახლებში მცხოვრებლები.ტყვიით ინტოქსიკაცია გამოიხატება შემდეგი სიმპტომებით:► ყურადღების კონცენტრაციის დარღვევას;► ინტელექტის შეფასების ტესტებში დაბალ დონეს;► ჰიპერაქტიულობას;► სირთულეებს კითხვისას;► კოორდინაციის გაძნელებას;► ქცევით დარღვევებს;► დაბალ მოსწრებას სკოლაში;► ზრდისა და განვითარების შეფერხებებ.კლინიკური სიმპტომები:► ტკივილი მუცლის არეში;► ანემია;► ყაბზობა;► თავის ტკივილი;► მადის დაქვეითება.როგორ დავიცვათ თავი ტყვიის ინტოქსიკაციისგან:► ხშირად დაალაგეთ სახლი და ბავშვის ოთახი სველი წესით;► მიზანშეწონილია ხშირად გარეცხოთ ბავშვის სათამაშოები;► მიაჩვიეთ ბავშვი ქუჩიდან ან ეზოდან სახლში შემოსვლის შემდეგ დაიბანოს ხელი;► მიიღეთ რკინით, კალციუმით და ცილებით მდიდარი საკვები, რადგან ისინი ზრდიან ტყვიისადმი ორგანიზმის წინააღმდეგობას;► განსაკუთრებით მოერიდეთ ტყვიის ექსპოზიციას ფეხმძიმობის დროს;► მოერიდეთ ფეხით სიარულს ტრანსპორტით გადატვირთულ ქუჩებში;► აქტიურად ჩაებით ტყვიის შემცველი საღებავების გაყიდვის აკრძალვის კამპანიებში;► არ გამოიყენოთ ტყვიის შემცველი საღებავები.[sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება