შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბაკურიანში შემოვლითი გზის მშენებლობა მიმდინარეობს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22948 
 07 ივნისი 2019

მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, შემოვლითი გზის მშენებლობის გარდა, ბაკურიანში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. მათ შორისაა მიტარბისა და კოხტას საბაგირომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და დიდველზე პარკინგის გაფართოება. ასევე დაგეგმილია ბაკურიანისთვის სპეციალური ტრანსპორტის შეძენა, ბაკურიანის ურბანული განახლება, სატრანსპორტო გეგმის შემუშავება, ავტოსადგომის, ცენტრალური ბილიკისა და გზის მოწყობა, ასევე – ბაკურიანის რეკრეაციული პარკის რეაბილიტაცია.„წლების განმავლობაში, ბაკურიანისა და გუდაურის კურორტების ქაოტური განაშენიანების შედეგად, არსებული ინფრასტრუქტურა ვერ ემსახურება დამსვენებელთა გაზრდილ რაოდენობას. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ, კურორტის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, დაგეგმილი პროექტები სწორედ არსებული პრობლემების მოწესრიგებას ემსახურება,“– აცხადებენ მუნიციპალური განვითარების ფონდში.[sknews.ge]

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება