შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბაღი, რომლის გახსნას ხუთი წელი ელოდნენ, წყლის გარეშეა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22949 
 07 ივნისი 2019

ფოტო:jnews.geახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოში, საბავშვო ბაღი 2018 წელს უნდა გახსნილიყო, თუმცა ამ დრომდე სოფელს საბავშვო ბაღი არ აქვს. მიზეზად წყალი სახელდება. აღმოჩნდა, რომ მშენებლობა დამთავრდა, საბავშვო ბაღს კი წყალი არ მიეწოდება.ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორი, ანაიდა ასატრიანი ამბობს, რომ წყლის გარეშე ბაღი არ გაიხსნება.„უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა, რათა, დაახლოებით 30–მა თუ 35–მა ბავშვმა, რომლებიც ახლა ახალქალაქში დადიან ხულგუმოდან, საკუთარი სოფლის ბაღში შეძლონ სიარული“. ხულგუმოს ბაღის მშენებლობა და კეთილმოწყობა დაახლოებით ხუთი წელი მიმდინარეობდა. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე არმენ მანაგოზიანი ამბობს, რომ ბაღში წყალგაყვანილობა გაკეთებული იყო და წყალიც მოდიოდა. სავარაუდოდ, წყალი ზამთარში გაიყინა, რამაც მილები დააზიანა.„ახლა მიმდინარეობს მუშაობა, რათა დადგინდეს ზუსტი მიზეზი, თუ რატომ არ მოდის ბაღში წყალი. შემდეგ, თუ საჭირო იქნება, გამოცხადდება ტენდერი, აღმოიფხვრება ეს პრობლემაც და უახლოეს მომავალში, სოფელ ხულგუმოს საბავშვო ბაღი ექნება“, – განაცხადა არმენ მანაგოზიანმა.[გულო კოხოძე, ახალქალაქი]

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
სამართალი
სამხრეთის კარიბჭე

ნინოწმინდა დაისეტყვა [ფოტო]