შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რეგიონულ ახალგაზრდულ სამეწარმეო პროექტში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია იწყება

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23013 
 12 ივნისი 2019
რეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროექტი ითვალისწინებს 18-29 წლის ასაკის, ჯამში სულ მცირე 500 ახალგაზრდის სამეწარმეო ტრენინგში ჩართვას საქართველოს ცხრა სამიზნე მუნიციპალიტეტში (ზუგდიდი, ბორჯომი, ასპინძა, ადიგენი, ნინოწმინდა, მარნეული, ბოლნისი, კასპი და გორი). ტრენინგები განხორციელდება საქართველოს პირობებზე ადაპტირებული გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) სამეწარმეო-სატრენინგო სახელმძღვანელოს საფუძველზე. ტრენინგების პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს ეთხოვებათ წარმოადგინონ სამეწარმეო იდეები ოთხი მიმართულებით: სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ინოვაცია/ტექნოლოგიები და შემოქმედებითი ინდუსტრიები.მეორე ეტაპზე, მუნიციპალიტეტებში ჩატარებული ტრენინგების შემდეგ, 15 საუკეთესო სამეწარმეო იდეის (საპროექტო წინადადების) ავტორი ან ავტორთა გუნდი (მაქსიმუმ სამი ადამიანი) მიწვეულ იქნება თბილისში, სამეწარმეო-სასწავლო ბანაკში, სადაც გაივლიან დამატებით, ინტენსიურ ტრენინგებს წარმოდგენილი სამეწარმეო იდეების ბიზნეს პროექტებად გადასაქცევად. ბანაკის დასრულებისთანავე, ჟიური გამოავლენს სამ გამარჯვებულ ბიზნეს პროექტს, რომლებიც დაჯილდოვდებიან 10 000, 8 000 და 6 000 ლარის საგრანტო თანხით.პროექტი განხორციელდება სამ ფაზად: I და II ფაზები – 2019 წლის ზაფხულში და შემოდგომაზე, III ფაზა – 2020 წლის გაზაფხულზე.პროექტი მიზნად ისახავს შემდეგი შედეგების მიღწევას:საქართველოს რეგიონებში მცხოვრები სულ მცირე 500 ახალგაზრდის გადამზადებას მეწარმეობის თემაზე;სულ მცირე ხუთი მდგრადი საწარმოს შექმნას, რომელიც ჯამში 25 ადამიანს დაასაქმებს. პროექტში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია გაიარეთ აქ.პროექტის ფარგლებში, ჟიურის მიერ გამოვლენილი გამარჯვებული სამი ბიზნეს პროექტი დაჯილდოვდება 10 000, 8 000 და 6 000 ლარის ოდენობის საგრანტო თანხით. პროექტის მხარდამჭერები არიან აწარმოე საქართველოში, შემოქმედებითი საქართველო, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო, ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალი და საქართველოს ეროვნული ბანკი.[sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა
სამართალი