შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხეში საგამოცდო ცენტრი პირველ საჯარო სკოლაში გაიხსნება

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23021 
 12 ივნისი 2019
როგორც, „სამხრეთის კარიბჭესთან“ ახალციხის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელი გელა ინასარიძე ამბობს, გამოცდებისათვის სამზადისი ჯერ არ დაწყებულა: „სკოლაში სასწავლო პროცესი არ დასრულებულა, ამიტომ სამზადისი არ დაგვიწყია. როგორც კი სწავლა დასრულდება, შევალთ და სამზადისსაც დავიწყებთ. საგამოცდო ცენტრში ყველა პირობა იქნება, რაც გამოცდების ჩასატარებლად აუცილებელია“.ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით დღეს, 12 ივნისს, ბრიფინგი გამართა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ. მისი თქმით, ყველა ცენტრი აღიჭურვება გაგრილების სისტემითა და საჭირო ინფრასტრუქტურით.ცენტრის ინფორმაციით, საგამოცდო ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იქნება სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.ამასთან, აბიტურიენტებისთვის საგამოცდო ცენტრებამდე მისაყვანად სპეციალური ავტობუსებიც იმუშავებს.2019 წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 41000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 12000-მდე კანდიდატმა გაიარა; სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩაბარების სურვილი 4600-მდე სტუდენტმა გამოთქვა;მასწავლებლის კომპეტენციას 31000-ზე მეტი აპლიკანტი დაადასტურებს. რაც შეეხება მასწავლებლის ჯილდოს აღების მსურველებს, როგორც გორგოძემ განაცხადა, 800-მა პენსიონერმა პედაგოგმა გამოცდაზე გასვლაზე, რეგისტრაციის გავლის შემდეგ, უარი განაცხადა და ჯილდოს მიღების სურვილი გამოთქვა, რის გამოც, ისინი რეგისტრაციიდან მოხსნეს.2019 წლის გამოცდების განრიგი უკვე გამოქვეყნდა. ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით პირველ ივლისს დაიწყება, 23 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება.10 ივლისიდან გამოცდებში პრაქტიკოსი მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები ჩაერთვებიან, ხოლო სტუდენტთა საგრანტო კონკურსი 5 ივლისს ჩატარდება. 17- 24 ივლისს გამოცდები მაგისტრობის მსურველთათვის გაიმართება.[sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
პოლიტიკა