შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ვალეში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია იწყება

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23030 
 12 ივნისი 2019

ფოტო: ვალე, 2017 წელიპროექტის მიხედვით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყლის ცენტრალურ სათავე-ნაგებობას, აშენდება ორი რეზერვუარი, მოეწყობა რვა ჭაბურღილი და მაგისტრალური მილსადენი.საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ვალეში წყლის სისტემა ამორტიზებულია, ქალაქს წყალი დღის განმავლობაში მხოლოდ ექვსი საათით მიეწოდება, დიდია წყლის დანაკარგიც.ქალაქ ვალეს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი 2019 წლის 30 იანვარს, 6 371 659 ლარზე გამოცხადდა. მასში კომპანია "ალგეთმა" გაიმარჯვა. სისტემის რეაბილიტაციისთვის, შესაბამის ხელშეკრულებას ხელი წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ეკატერინე გალდავამ და კონტრაქტორი კომპნიის შპს „ალგეთი“-ს დირექტორმა, შალვა შალვაშვილმა მოაწერეს.პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 988 585 ლარით ფინანსდება.სამუშაოები 2020 წლის გაზაფხულზე დასრულდება, რის შემდეგაც ხარისხიანი წყალმომარაგებით 3 700-მდე ადგილობრივმა უნდა ისარგებლოს. ვალეში მცხოვრებლები სასმელი წყლის შესახებ წლების განმავლობაში ჩიოდნენ. პრობლემები მათ განსაკუთრებით ზამთარში აქვთ.[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
სამართალი
სამხრეთის კარიბჭე

ნინოწმინდა დაისეტყვა [ფოტო]