შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მსგავსი სისულელე ვის მოაფიქრდა?! – მოასფალტებული ხეები ახალციხეში [ფოტო]

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23372 
 03 ივლისი 2019

კოსტავასა და ნათენაძის ქუჩებზე ხეების ხმობის მიზეზი სავარაუდოდ უწყლობაა. „მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების“ თანათავმჯდომარის, ნინო ჩხობაძის თქმით, მსგავსი მოასფალტება, ადრე თუ გვიან, ხეებს აუცილებლად გაახმობს: „ვერ წარმომიდგენია, მსგავსი სისულელე ვის მოაფიქრდა?! ხეს აუცილებლად უნდა ჰქონდეს გარშემო მიწა, სუნთქვისთვის და შემობარვისთვის. ასფალტი აუცილებლად უნდა ამოითხაროს“.ახალციხის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ინფორმაცია არ აქვთ როდის მოასფალტდა აღნიშნული ქუჩები: "დაზუსტებით შეგვიძლია იმის თქმა, რომ ბოლო ოთხ წელიწადში არ მოასფალტებულა"მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლი, შოთა მერაბიშვილი გვარწმუნებს, რომ ხეების ძირში ასფალტს უახლოეს მომავალში ამოჭრიან: „ამ ქუჩებზე ტროტუარების მოწყობა მიმდინარეობს და ხეებთანაც ასფალტს მოვანგრევთ, ნაპირი კი ბორდიურით მოპირკეთდება“.[ავთო ინასარიძე, ახალციხე]

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
სამართალი
სამხრეთის კარიბჭე

ნინოწმინდა დაისეტყვა [ფოტო]