შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თამარაშვილის ქუჩაზე სანიაღვრე არხის გაწმენდა დაიწყეს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23442 
 09 ივლისი 2019
თამარაშვილის ქუჩის N33 კორპუსის მიმდებარედ არსებული სანიაღვრე არხის გასუფთავება გუშინ, რვა ივლისს დაიწყეს. ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ არხს საავტომობილო გზების დეპარტამენტის და მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ერთობლივად გაწმენდენ.საავტომობილო გზების დეპარტამენტში განმარტავენ, რომ ახალციხის გზების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი შპს „ჯავახ ავტოგზაა“, რომლის მოვალეობაში ამ არხის გასუფთავებაც შედის. შპს–ს დირექტორი ნოდარ ინასარიძე ამბობს, რომ არხის იმ ნაწილს, რომელიც საავტომობილო გზის ქვეშ გადის არ გაასუფთავებს.„მე იმას პრინციპულად არ გავწმენდ, იმიტომ, რომ ეგ არ არის ჩვენი საქმე. არაერთხელ მივმართე მოსახლეობას, რომ კანალიზაცია არ ჩაუშვან სანიაღვრე არხში. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ჰაერი იწამლება. თანაც ამ გზას არ ეკუთვნის ეგ ნაწილი, პერპენდიკულარული ქუჩა შემოდის მანდ“, - ამბობს „ჯავახ ავტოგზის“ დირექტორი ნოდარ ინასარიძე. თამარაშვილის ქუჩასთან არსებული სანიაღვრე არხის გაუწმენდაობის გამო, ბოლო პერიოდში, ქუჩასთან ახლოს მდებარე შენობები ორჯერ, 28 ივნისს და ექვს ივლისს დაიტბორა. ადგილობრივები ჩიოდნენ, რომ არხი წლებია არ გაწმენდილა. სწორედ ამიტომ, ყოველი წვიმის შემდეგ, მათ პრობლემები ექმნებათ. [თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება