შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პედაგოგების გამოცდები დაიწყო

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23455 
 10 ივლისი 2019
601 დარეგისტრირებული პედაგოგიდან პროფესიული უნარების გამოცდაზე 479 გამოცხადდა. მათი უმრავლესობა ამბობს, რომ ტესტი საშუალო სირთულის იყო.ნინო ზაზაძე თმოგვის საჯარო სკოლის დაწყებითების პედაგოგია, იგი გამოცდაზე მეორედ გავიდა. „საშუალო სირთულის გამოცდა იყო. თუ წაკითხული გაქვს, არ გაგიჭირდება, თუმცა შეიძელბა, ნერვიულობის გამო, დაგავიწყდეს. წერითი დავალება უფრო რთული და სააზროვნოა, თეორიტიკოსების ნაშრომთა ცოდნას გულისხმობს. ერთხელ ვიყავი გამოცდაზე, 2013 წელს, და მაშინ ვერ ჩავაბარე. ეხლაც ვცადე,“ – ამბობს ზაზაძე.გამოცდის ჩაბარება შედარებით გაურთულდათ ეთნიკურად სომეხ მასწავლებლებს.„ტესტი არ იყო რთული, თუმცა, ენის ბარიერის გამო, გამიჭირდა ზოგი დავალების შინაარსის გაგება,“ – ამბობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხავეთის საჯარო სკოლის მათემატიკის პედაგოგი.პროფესიულ უნარებში გამოცდას მასწავლებლები ხუთი საათის განმავლობაში წერდნენ.მეორე სესიაზე გამოცდას პედაგოგები ისევ პროფესიულ უნარებში აბარებენ.საგამოცდო პროცესს 32 მეთვალყურე და 32 კურატორი აკვირდება.[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება