შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ქმარზე ძალადობისთვის ქალს განაჩენი გამოუტანეს

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23445 
 09 ივლისი 2019
საბოლოო განაჩენი საქმეზე, რომელიც ცოლის მხრიდან ქმრის მიმართ განხორციელებულ ძალადობას შეეხებოდა, ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ რვა ივლისს გამოიტანა. მოსამართლემ ქალი დამნაშავედ ცნო და მას 300 საათის განმავლობაში საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა შეეფარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მსჯავრდებულმა ს.თ-მ სახელმწიფოს სასარგებლოდ, ანაზღაურების გარეშე უნდა იმუშაოს.დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს: „სასამართლომ განაჩენი გუშინ გამოიტანა. არ ვეთანხმებით ამ გადაწყვეტილებას და, რა თქმა უნდა, გასაჩივრებას ვაპირებთ, დაახლოებით ერთთვიანი ვადა გვაქვს“, - ამბობს მსჯავრდებულის ადვოკატი პაატა მანველიშვილი. ნინოწმინდელი ცოლ-ქმრის სასამართლო პროცესები, ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში, რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ქმარი ამბობდა, რომ 30–წლიანი თანაცხოვრების განმავლობაში, ცოლი სისტემატურად სიტყვერ შეურაცხყოფას აყენებდა, რის გამოც, იძულებული იყო ღამე ხან ქუჩაში გაეთენებინა, ხან კი მეზობლებთან. 52 წლის ქალი კი ამტკიცებდა, რომ ქმარი აქეთ ემუქრებოდა და ცივი იარაღის გამოყენებით ცდილობდა მასზე ზეწოლის მოხდენას. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის 15 მარტს პოლიციას ქალი დაუკავშირდა და ქმარი ძალადობაში დაადანაშაულა, თუმცა, გამოძიებისას, დადგინდა, რომ ძალადობის მსხვერპლი კაცი იყო. ამიტომ ბრალი ქალს წარედგინა. საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით იძიებდა, რაც ძალადობას გულისხმობს. [თაკო ფეიქრიშვილი, ახალქალაქი]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
მულტიმედია