შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

წინუბანსა და გურკელს ელექტროენერგია არ მიეწოდება

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=24119 
 06 სექტემბერი 2019
სოფელ წინუბანსა და გურკელში ელექტროენერგია ხუთ სექტემბერს, დილით გაითიშა. ადგილობრივების თქმით, დასახლებაში ძლიერი წვიმა და ქარი იყო, რის შემდეგაც დენი გამოირთო. ორივე დასახლებაში ერთად, დაახლოებით 140 ოჯახი ცხოვრობს. კომპანია ენერგო-პრო ჯორჯიას ინფორმაციით, სტიქიის გამო, მაღალი ძაბვის ორი ანძა დაზიანდა, ადგილზე ტექნიკური ჯგუფი მუშაობს: „გუშინ დილით ძლიერი ქარის გამო, მოხდა ბოძზე დაზიანება. ეს ბოძი მიუვალ ადგილზეა, ამიტომ ბოლომდე ვერ აღმოიფხვრა პრობლემა, ახლაც მუშაობენ, ტექნიკა ვერ მიდის ადგილამდე, ხელით უნდა მიიტანონ ყველაფერი“, - განმარტავენ კომპანიაში. მათივე თქმით, ძაბვის ბოძებზე დაზიანება ექვს სექტემბერს, დღის განმავლობაში აღმოიფხვრება. ძლიერი ქარი და წვიმა ახალციხის სოფლებში, ხუთ სექტემბერს იყო. წყალმა სოფლის შიდა გზებზე ნაშალი მასა ჩამოიტანა. [თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება