შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მიმდინარე წელს აივ ინფიცირების – 515 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=24471 
 08 ოქტომბერი 2019
სულ ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 7 949 აივ ინფიცირებული პირი. მათ შორის 5 961 მამაკაცია, 1 988 ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4 184 პაციენტს განუვითარდა, 1 611 გარდაიცვალა.31 აგვისტოს მონაცემებით არვ მკურნალობას იტარებს 4888 პაციენტი, მათ შორის 43 ბავშვია.რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია:38.5 % (3 059) ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია 47.8 % (3796) დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 11.3 % (897) მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან 1.3 % (107) დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 % (37) სისხლის რეციპიენტია; 0.7 % (53) გადაცემის გზა დაუდგენელია.აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (2 931 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 1 117; შემდეგ იმერეთში 964; აჭარაში 888; აფხაზეთში (519); კახეთში (392) ქვემო ქართლში (449); შიდა ქართლში (288); გურიაში (171); სამცხე-ჯავახეთში (102) და ა.შ.სულ საქართველოში გამოვლენილია 113 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 69 - ვაჟი, 43 - გოგონა.[sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
სამართალი