შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხეში ტრაილერი მსუბუქ მანქანას დაეჯახა

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=24478 
 09 ოქტომბერი 2019
შემთხვევა დღეს, ცხრა ოქტომბერს დაახლოებით, 09:00 საათზე მოხდა. თვითმხილველების თქმით, „მერსედესს“ სატვირთო მანქანა შეეჯახა.„აფთიაქის მიმდებარედ იყო გაჩერებული „მერსედესი“, ტრაილერმა გამოიარა, მარცხენა მხარე მოსდო და გაახოხა“, - ამბობენ თვითმხილველები.„მერსედესის“ მარკის ავტომანქანას მარცხენა მხარე აქვს დაზიანებული. შემთხვევის შედაგად არავინ დაშავებულა.ავარიის გამო ქალაქში საცობი შეიქმნა. რამდენიმე წუთის განმავლობაში ავტომანქანებს თავისუფლად გადაადგილება არ შეეძლოთ. შსს-ში აცხადებენ, რომ დაჯარიმებულია ტრაილერის მძღოლი: "ადმინისტრაციული წესით მოხდა დაჯარიმება. ტრაილერის მძღოლი დაჯარიმდა, იმიტომ, რომ მისი ბრალი იყო". [თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
მულტიმედია