შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხეში ‘ბავშვთა სახალისო ფეხბურთის’ თამაშები მიმდინარეობს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=24554 
 15 ოქტომბერი 2019

დღეს, 15 ოქტომბერს ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე „ბავშვთა სახალისო ფეხბურთმა“ სტარტი აიღო. მოედანი 12 ნაწილად არის დაყოფილი და თითოეულ მათგანში სხვადასხვა სახალისო აქტივობა მიმდინარეობს.„სახალისო ფეხბურთში“ მონაწილეობას ახალციხისა და ადიგენის სკოლების 200 მოსწავლე იღებს. ისინი 12 ჯგუფად გაიყვნენ, თითოეულში 16-16 მოსწავლე, მწვრთნელი და მისი ასისტენტია. „ეს საერთაშორისო პროგრამაა. დაფუძნდა დანიაში და ფეხბურთის ფედერაციასთან ხელშეკრულების საფუძველზე, ტარდება საქართველოს ათ ქალაქში. მოსწავლეთა ასაკი რვიდან 12 წლამდეა განსაზღვრული. ეს არის გართობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის“, - ამბობს „ბავშვთა სახალისო ფეხბურთის“ პროგრამის ხელმძღვანელი ბადრი ქარქაშაძე. ორგანიზატორების ინფორმაციით, პროგრამა გამარჯვებულის გამოვლენის პრინციპს არ ეფუძნება. მეგობრული შეჯიბრებები ფეხბურთში, ორიენტაციაზე მუშაობაში, დრიბლინგში ანუ ფეხბურთში ბურთის ოსტატურ ტარებაში, კარში დარტყმებში, ბაგირით გადაქაჩვაში, ჰოკეიში და სხვა სპორტულ აქტივობებში იმართება.„ვისაც სურვილი ჰქონდა, ყველას შეეძლო მონაწილეობის მიღება. წინასწარ გავაფრთხილეთ სკოლები. ახლა წარმოდგენილი არიან ქალაქ ახალციხის სკოლები და ადიგენიდან ზარზმის, ქვემო ენთელის და ფხეროს მოსწავლეები. ჯგუფები ინტეგრირებულია. სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები ერთ ჯგუფში არიან, რადგან ამ პროექტის არსიც ესაა - ბავშვებმა ერთმანეთი გაიცნონ და დაახლოვდნენ“, - ამბობს სამცხე-ჯავახეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და პროექტის კოორდინატორი სამცხე-ჯავახეთში გელა მაისურაძე. ახალციხის შემდეგ „ბავშვთა სახალისო ფეხბურთი“ მარნეულში, ახმეტასა და ჩაქვში გაიმართება.[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება