შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თამარაშვილის ქუჩაზე მშენებლობა უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე მიმდინარეობს [ფოტო/ვიდეო]

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=24789 
 04 ნოემბერი 2019
სამსართულიან ბინაში სამშენებლო სამუშაოები რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. ადგილობრივები ამბობენ, რომ კორპუსზე მიშენებას, შესაბამისი ნებართვის საფუძველზე, საკუთარი რესურსით აკეთებენ. „ვიცით რომ ბავშვები დადიან და სახიფათოა, მაგრამ მაშინ გზა უნდა გადაიკეტოს მთლიანად, გზას ჩვენ ხომ არ ჩავკეტავთ?!“ - ამბობს ერთ-ერთი მცხოვრები.მშენებლობის მხარეს, კორპუსსა და საბავშვო ბაღს შორის ვიწრო ქუჩაა, სამშენებლო ადგილის შემოღობვის შემთხვევაში კი ბინის ეზოში მანქანები ნამდვილად ვეღარ გაივლიან, თუმცა აღნიშნულ ბინამდე მისასვლელელად მეორე გზაც არსებობს. მუნიციპალიტეტის მერიაში ადასტურებენ რომ მშენებლობის ნებართვა ნამდვილად გასცეს, რაც შეეხება უსაფრთხოებას, ამ საკითხს აუცილებლად შეისწავლიან.„თამარაშვილის ქუჩა N37-ში სამშენებლო სამუშაოების წარმოებაზე ახალციხის მუნიციპალიტეტის მხრიდან ნებართვა გაცემულია, სადაც მითითებულია რომ სამუშაოები უნდა განხორციელდეს შესაბამისი სამშენებლო ნორმების დაცვით. მერიის შესაბამისი სამსახურები არსებული მდგომარეობით დაინტერესდნენ და უახლოეს პერიოდში კანონმდებლობის შესაბამისად მოახდენენ რეაგირებას“, - გვითხრეს მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, რომელიც მთავრობამ 2014 წელს დაამტკიცა, ვკითხულობთ, რომ „სამშენებლო მოედანი დასახლებულ ადგილებში და საზოგადოებრივი სივრცის მომიჯნავედ ან მოქმედი საწარმოს ტერიტორიაზე უნდა იქნეს შემოღობილი, რათა სამშენებლო მოედანზე შესვლა იყოს კონტროლირებადი და გამორიცხული იყოს იქ უნებლიე მოხვედრის შესაძლებლობა. შემოღობვა ხალხის მოძრაობის ადგილებში გადახურული უნდა იყოს ისეთი დამცავი საფარით, რომელიც უზრუნველყოფს ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებას“.[რობი ზარიძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება