შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ფოტოკონკურსი – ჩვენი მრავალფეროვნება ჩვენი სიმდიდრეა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=24794 
 05 ნოემბერი 2019
საკონკურსო ფოტო უნდა ასახავდეს საქართველოში სხვადასხვა ეთნიკური, რელიგიური ჯგუფის თანაცხოვრებას, ყოველდღიურობასა და ტრადიციებს.მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს. საკონკურსო ფოტო შესაძლოა გადაღებული იყოს როგორც ფოტოკამერით, ასევე მობილური ტელეფონით. მიიღება შავ-თეთრი და ფერადი ფოტოები. იგი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:ფოტოს მინიმალური რეზოლუცია უნდა იყოს 1920X1080;ფოტოები მიიღება JPEG ან PNG ფორმატში;ნამუშევრის საავტორო უფლებები უნდა ეკუთვნოდეს ავტორს.წესების თანახმად, თითოეულ მონაწილეს სამი ფოტოს წარმოდგენა შეუძლია. საკონკურსო მასალების მიღება დაიწყება პირველ ნოემბერს და 13 ნოემბრის ჩათვლით გასტანს. ნამუშევრების გამოგზავნა შესაძლებელია მისამართზე: press@smr.gov.ge. გამოგზავნისას Subject-ში მიუთითეთ ფოტოკონკურსის თემის სახელწოდება. აგრეთვე, სავალდებულოა ფოტოს ავტორის სახელისა და გვარის და საკონტაქტო ნომრის მითითება.სპეციალურად შერჩეული ჟიური 13 გამარჯვებულ ფოტოს გამოავლენს, რომელთაც სიმბოლური პრიზები 22 ნოემბერს, ტოლერანტობის საერთაშორისო კვირეულისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე გადაეცემათ. ამავე მიღებაზე გამოიფინება ცამეტივე გამარჯვებულის ნამუშევარი. აღნიშნული ფოტოების გამოყენებით დაიბეჭდება 2020 წლის სამაგიდო კალენდრები.კონკურსის მხარდამჭერია აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა (PITA).[sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
საზოგადოება