შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მესხიშვილის თეატრი სეზონს ცისფერყანწელების შესახებ შექმნილი სპექტაკლით დახურავს

კულტურა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://newpress.ge/mesxishvilis-teatri-teatralur-sezons-dres-daxuravs 
 25 ივლისი 2019

 მესხიშვილის თეატრი დღეს თეატრალურ 134-ე სეზონს ხურავს.
თეატრი  პაოლო იაშვილისა და ტიციან ტაბიძის შემოქმედების მიხედვით შექმნილ  სპექტაკლს ,,ბულბულის ნისკარტი" წარმოადგენს.

სპექტაკლის რეჟისორი გიორგი სიხარულიძეა, სცენარის ავტორი გვანცა ჯავახაძე. მათი განცხადებით, სპექტაკლი არც ლიტერატურული თეატრია და არც ლიტერატუტული კომპოზიცია. მათ სურდათ ორი ადამიანის ბედის გადმოცენა.  "ბულბულის ნისკარტი", სწორედ  "ცისფერყანწელთა" ცხოვრებასა და შემოქმედებას ასახავს. სათაურად კი, პაოლო იაშვილის ცნობილი ლექსის რეფრენია აღებული.

პაოლოს როლი ალექსანდრე ფურცხვანიძე  ასრულებს, ხოლო ტიციანს  სცენაზე გიგა მიქაძე განასახიერებს.

სპექტაკლის მუსიკალურ გამოფორმებაზე გიორგი სიხარულიძემ იზრუნა, ხოლო მხატვრობა თეო კუხიანიძეს ეკუთვნის. 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
გაზეთი ბოლნისი

მადლობა