შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"მშობლები გვეუბნებიან, ჩვენ მოვიტანთ სკამს, ოღონდაც ბავშვი ჯგუფში დაგვისვითო"

საზოგადოება
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
 17 სექტემბერი 2019

ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე სასწავლო წელს კვლავ ამორტიზირებულ შენობაში იწყებს. სახლის დირექტორის მარინა მარჯანიშვილის განცხადებით, მათ მოლოდინი ქონდათ, რომ შენობის საკითხი დადებითად გადაწყდებოდა და სასწავლო პროცესს ახალ შენობაში დაიწყებდნენ.

მისი თქმით, რადგან სასახლეში სწავლა უფასოა,  სწავლის სურვილი ძალიან ბევრ მოსწავლეს აქვს, უფასო კურსები უმნიშვნელოვანესია სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის,  რომელთაც რეპეტიტორისათვის სწავლის საფასურის გადახდის შესაძლებლობა არ აქვთ. არასაკმარისი ფართის გამო, კი მოსწავლეებისთვის უარის თქმა უხდებათ. 

"სკოლაში ფიზიკურად ვეღარ ვეტევით, რა კრიტერიუმით შევარჩიო, ვინ მივიღო და ვინ არა, როდესაც მსურველთა რაოდენობა ძალიან დიდია, რადგან სწავლა უფასოა და სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის, რომლებსაც რეპეტიტორის გადასახდელი თანხა არ აქვთ,  ეს სასახლე არის ძალიან დიდი შესაძლებლობა. აქ ძალიან მაღალ დონეზე ასწავლიან ჩვენი პედაგოგები, ათიანები მიიღეს გამოცდებზე ჩვენმა მოსწავლეებმა.  აღარ ვსაუბრობ შენობის კეთილმოწყობაზე, ფიზიკურად ვერ ვახერხებთ ბავშვების ოთახებში მოთავსებას, რადგან პირველი სართული ავარიულია და ვერ ვიყენებთ, მეორე სართულზე ვართ განთავსებული. მშობლები გვეუბნებიან, ჩვენ მოვიტანთ სკამს, ოღონდაც ბავშვი ჯგუფში დაგვისვითო," - აცხადებს მარინა მარჯანიშვილი.

სასახლისათვის ახალი შენობის გადმოცემის საკითხზე მარინა მარჯანიშვილმა ქუთაისაის მერიას  "ნიუპრესზე" გამოქვეყნებული წერილის შემდეგ კვლავ მიმართა. როგორც მერიაში განუცხადეს, ეკონიმიკის სამინისტროსგან შენობის გადაცემაზე უარი წლის დასაწყისში მიიღეს, თუმცა მას შემდეგ, რაც საკითხით დეპუტატი მარიამ ჯაში დაინტერესდა, იმედი ქონდათ, რომ საკითხი დადებითად გადაწყდებოდა. 

როგორც მერიაში მარინა მარჯანიშვილს განუცხადეს, შენობების  საკითხზე ეკონიმიკის სამინისტროს  კიდევ ერთხელ მიმართავენ, დადებითად გადაწყვეტის  შემდეგ პროკურატურის ყოფილ შენობის რეაბილიტაციის მიზნით ტენდერს დაუყოვნებლივ გამოაცხადებენ. 

თემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც  "ნიუპრესზე" გამოქვეყნებული მასალის შემდეგ გახდა, სადაც ეწერა, რომ დაპირების მიუხედავად მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის 2 ათასზე მეტ მოსწავლეს სწავლის გაგრძელება წელსაც ამორტიზირებულ შენობაში მოუწევს.

რატომ ვერ მოხერხდა პრობლების აქამდე გადაჭრა, მერიაში გვპასუხობდნენ, რომ ეკონომიკის სამინისტროდან შენობის გადმოცემას ელოდებოდნენ. მერიის საწინააღმდეგოს აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში. მათი თქმით, მერიამ შენობის გადაცემაზე უარი მიიღო და საკითხთან დაკავშირებით დამატებით განმარტებას არ გააკეთებენ. 

თემა კვლავაც აქტუალური რჩება  პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის  მარიამ ჯაშისთვის მან პარლამენტის ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ, ამჯერად პრემიერ მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიასთან შეხვედრისას  განაცხადა.  მისი თქმით, რეგიონების მასშტაბით პრობლემური რჩება მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლებიდა ერთერთი უმწვავესი არის ქუთაისი მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი, რომელიც 2 ათასზე მეტ მოსწავლეს ემსახურება. 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია