შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ქუთაისის მერი წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს სტუმრობდა

საზოგადოება
წყარო:  PS News / http://psnews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://psnews.ge/index.php?m=68&news_id=62075 
 28 სექტემბერი 2019

ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია და ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი იმ ოჯახებში იმყოფებოდნენ, რომლებიც ძლიერი წვიმის შედეგად დაზარალდნენ. სიტუაციას ადგილზე მათთან ერთად საგანგებო შტაბის წევრებიც ეცნობოდნენ. ამ დროისათვის მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

 

შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც ზარალს დათვლის. უხვი ნალექი ქუთაისში რამდენიმე საათის წინ მოვიდა, რამაც ქალაქს სერიოზული პრობლემები შეუქმნა. წინასწარი ინფორმაციით დაზარალდა რამდენიმე ოჯახი. წყლით ძირითადად სარდაფები და პირველი სართულები დაიტბორა.


,,უკვე რამდენიმე საათია საგანგებო რეჟიმში მუშაობს მერიის ყველა სამსახური.თანამშრომლები ადგილზე გადიან ყველგან სადაც ცხელი ხაზით ფიქსირდება გამოძახება. მოგვიანებით დაიწყება ზარალის დათვლა.მაქსიმალურს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დროულად მოხდეს დაზარალებული ოჯახების დახმარება, წყლის ამოტუმბვა სახლებიდან და სარდაფებიდან,"-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია