შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თაფლის უვნებლობის მაჩვენებლებზე ახალი კვლევები დაინერგა

ეკონომიკა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://newpress.ge/taflis-uvneblobis-machveneblebze-axali-kvlevebi-dainerga 
 27 სექტემბერი 2019

 თაფლის უვნებლობის კვლევა უკვე შესაძლებელია ანტიბიოტიკების სხვადასხვა ჯგუფზე, ქლოორგანულ და ფოსფორორგანულ პესტიციდებზე, მძიმე მეტალებზე და ა.შ. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მათ  დაქვემდებარებაში არსებულ ლაბორატორიაში კვლევები თაფლის ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ ყველა ხარისხობრივ და რაოდენობრივ მაჩვენებელზე ტარდება. ახალი მეთოდების დანერგვა კი ლაბორატორიის საქმიანობას კიდევ უფრო ყოვლისმომცველს გახდის.

თაფლის ტექნიკური რეგლამენტი ძირითადად ხარისხობრივ კვლევებს მოიცავს, თუმცა, ლაბორატორია 2016 წლიდან აქტიურად მუშაობს უვნებლობის პარამეტრების მეთოდების დანერეგვაზე, რის შედეგადაც ლაბორატორიაში საერთაშორისოდ აღიარებული კვლევების ჩამონათვალში თაფლის უვნებლობის 90 პარამეტრია შესული. 

მიუხედავდ იმისა, რომ თაფლის გამოკვლევა მხოლოდ თბილისის ლაბორატორიაში ტარდება, მომხმარებელს გამოსაკვლევი ნიმუშების ჩაბარება 10  სხვადასხვა რეგიონულ ლაბორატორიაშიც შეუძლია. საკვლევი ნიმუშების ტრანსპორტირება უფასოა და მომხმარებელი კვლევის შედეგებს ნიმუშების ჩაბარების ადგილზე შეუფერხებლად მიიღებს. 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია