შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ქუთაისის მერიაში თურქეთიდან ქართველოლოგ სტუდენტებს შეხვდნენ

კულტურა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://newpress.ge/qutaisis-meriashi-turqetidan-qartvelolog-studentebs-shexvdnen 
 24 ივლისი 2019

ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი და საკრებულოს წევრი მერაბ კვიცარიძე, რიზეში მდებარე რეჯეფ თაიფ ერდოღანის უნივერსიტეტის, ქართული ენის- ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდენენ.

რიზეს უნივერსიტეტის სტუდენტები საქართველოში სტუდენტური პროგრამით, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვევით იმყოფებიან.

საკრებულოს დეპუტატის მერაბ კვიცარიძის ინიციატივით, ისინი ქუთაისის მერიაში იმყოფებოდნენ, სადაც გაჟღერდა, რომ ქართულ ენაზე, ნოდარ დუმბაძის მოთხრობების მიხედვით სპექტაკლს ამზადებენ, რომელსაც ნოემბერში ქუთაისში, თეატრალურ ფესტივალზე უჩვენებენ მაყურებელს.

სტუდენტების თქმით, მათ უყვართ საქართველო და ქართული ენა. "ჩვენ ქართველი ხალხი გვიყვარს, ქართული ენა სწორად ავირჩიეთ, რადგან ის უძველესი და ულამაზესი ენაა.  საქართველოში თავს ზუსტად ისე ვგრძნობთ, როგორც თურქეთში, "-აღნიშნეს სტუდენტებმა. 

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია