შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო კვლავ გაიყოფა

კულტურა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
 02 სექტემბერი 2019

სამთავრობო ცვლილებების შედეგად ინტეგრირებული განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო კვლავ გაიყოფა, კულტურის მინისტრი კი თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე გახდება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტრო“ ავრცელებს.

ბადრი მაისურაძე 30 აგვისტოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა. მან მიხეილ გიორგაძის მიერ გამოთავისუფლებული პოსტი დაიკავა.  

ბად­რი მა­ი­სუ­რა­ძე ქარ­თვე­ლი დრა­მა­ტუ­ლი ტე­ნო­რი, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მოღ­ვა­წე­ობ­და რუ­სეთ­ში, მოს­კო­ვის დიდ თე­ატ­რში. 2016 წლის ნო­ემ­ბრი­დან დღემ­დე თბი­ლი­სის ზა­ქა­რია ფა­ლი­აშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებ­და.

საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან ფეისბუქზე დაწერა.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პრემიერ მინისტრს უფლებამოსილება გადადგომისთანავე უწყდება, მთავრობა კი მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერ მინისტრის დანიშვნამდე გააგრძელებს.

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია