შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საქართველო ოფიციალურად დასახელდა კანდიდატ ქვეყანად, სადაც შეიძლება, ჩატარდეს კონკურსი „მსოფლიოს საუკეთესო სომელიე 2022“

საზოგადოება
წყარო:  PS News / http://psnews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://psnews.ge/index.php?m=68&news_id=62086 
 11 ოქტომბერი 2019

 

5-8 ოქტომბერს საფრანგეთში, შამპანის აკვანში - ქალაქ რეიმსში - გაიმართა საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის (ASI) საიუბილეო, 50- გენერალური ასამბლეა. სიმბოლურია, რომ საერთაშორისო სომელიეთა ასოციაცია 50 წლის წინ სწორედ ამ ქალაქში დაფუძნდა.


საიუბილეო ასამბლეის სხდომაზე საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტმა,შალვა ხეცურიანმა, წარადგინა განაცხადი, რომ კონკურსიმსოფლიოს საუკეთესო სომელიე 2022“- საქართველოში ჩატარდეს. ასამბლეამ საქართველო კანდიდატ ქვეყანად უკვე ოფიციალურად დაასახელა.

ამ პატივის მოსაპოვებლად საქართველოს მეტოქეები არიან: საფრანგეთი, ახალი ზელანდია და ლატვია.

საბოლოო ხმის მიცემა 13 დეკემბერს გაიმართება.

 

 

ინფორმაციისთვის:

მსოფლიოს საუკეთესო  სომელიეს გამოსავლენად ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარე 2019 წელს ბელგიის ქალაქ ანტვერპენში ჩატარდა, სადაც გერმანიის წარმომადგენელმა, მარკ ალმერტმა, გაიმარჯვა, ხოლო სამეულში დანიისა და ლატვიის წარმომადგენლები მოხვდნენ. საქართველოს სახელით ამ მსოფლიო დონის კონკურსში იასპარეზა თბილისის ღვინის სკოლის კურსდამთავრებულმა, „საქართველოს საუკეთესო სომელიე 2018“-ის გამარჯვებულმა სომელიემ, თამაზ თამაზაშვილმა.


საერთაშორისო სომელიეთა ასოციაცია (ASI - „Association De La Sommellerie Internationale”)  1969 წელს საფრანგეთში დაარსდა, კერძოდ, .რეიმსში და აერთიანებს მსოფლიოს 60 ქვეყნის სომელიეთა ასოციაციას. მათი მთავარი მიზანია სომელიეს პროფესიის, ღვინის მოხმარების კულტურის განვითარება, საგანმანათლებლო კურსების და ტრენინგების გამართვა მომავალი სომელიეებისთვის, ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის და ღვინის მოყვარულებისთვის, ასევე - სომელიეთა საერთაშორისო და კონტინენტალური კონკურსების ორგანიზება.


საქართველოს სომელიეთა ასოციაცია  2003 წელსდაარსდა, ის არის არასამთავრობო, არასამეწარმეო ორგანიზაცია. მისი მიზანია სომელიეს პროფესიის, ღვინის კულტურისა და განათლების განვითარება ქვეყანაში და ქართული ღვინის, როგორც კულტურის, პოპულარიზაცია ქვეყნის შიგნით და უცხოეთში.


სომელიეთა ასოციაცია აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან, საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ღვინის მწარმოებლებთან.


საქართველოს სომელიეთა ასოციაცია 2014 წლიდან არის საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის (ASI) წევრი.

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია