შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

შობადობამ სიკვდილიანობას 23 %-ით გადააჭარბა

საზოგადოება
წყარო:  PS News / http://psnews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://psnews.ge/index.php?m=68&news_id=62078 
 01 ოქტომბერი 2019

 

ზოგიერთ მედიასაშუალებაში ბოლო დროს გავრცელებული, ნეგატიური ინფორმაციის საპასუხოდ, სერვისების განვითარების სააგენტო განცხადებას ავრცელებს

 

წელს შობადობის რაოდენობა სიკვდილიანობის მაჩვენებელზე 4%-ით მეტია, ხოლო ბოლო 3 თვის მონაცემებით, შობადობამ სიკვდილიანობის რაოდენობას 23 %-ით გადააჭარბა.

 

მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის საქართველო, შობადობის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ლიდერ ქვეყნებს შორის არ არის, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს რეგისტრირებული მონაცემების თანახმად, წლების განმავლობაში ახალშობილთა რაოდენობა მუდმივად და საგრძნობლად უსწრებს გარდაცვლილთა რიცხვს.

 

კერძოდ, მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიბადა 36 138 ბავშვი, ხოლო გარდაიცვალა სხვადასხვა ასაკის 34 691 მოქალაქე. შესაბამისად, წელს შობადობა გარდაცვალებასთან შედარებით 4%-ით მეტია, ხოლო ბოლო 3 თვის მონაცემებით (1 ივლისიდან 1 ოქტომბრამდე), შობადობამ სიკვდილიანობის რაოდენობას 23 %-ით გადააჭარბა.

 

 შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს მედიასაშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს საქართველოში სიკვდილიანობამ დაბადების მაჩვენებელს გადააჭარბა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია