შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ამ სპექტაკლში იმდენი სიყვარულია" - ,,ქარი ქრის ვერხვებში'' პრემიერა გაიმართა

კულტურა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
 02 ოქტომბერი 2019

ამ სპექტაკლში იმდენი სიყვარულია- ამბობს სპექტაკლის ,,ქარი ქრის ვერხვებში' რეჟისორი ნინო მაღლაკელიძე. ეს სპექტაკლი მისთვის პირველია, რომელიც ქუთაისში და საერთოდ, საქართველოში დადგა.
ფრანგი დრამატურგის ჟერალდ სიბლეირასის ნაწარმოები სამი მოხუცის შესახებაა, რომლებიც ვეტერანთა თავშესაფარში ცხოვრობენ. მათთვის მოძრაობასთან მხოლოდ ვერხვებში ქარის ქროლვა ასოცირდება.
მოხუცების როლებს დავით როინიშვილი, ზვიად სვანაძე და სულხან გოგილაშვილი ასრულებენ. მათი პერსონაჟები რენე, გუსტავი და ფერნარი დროს ერთმანეთთან კამათში ატარებენ და ცდილობენ, ერთფეროვნება შეცვალონ.

"ამ სპექტაკლში იმდენი სიყვარულია, თან იუმორით გამოხატული, რაც თანამედროვე პიესებს ცოტა აკლია. მე მგონი, ძალიან ხარისხიანი პიესა არის, თან აბსურდის ელემენტებით. მე ძალიან მიყვარს ასეთი მასალა, ამიტომ ავირჩიე. თან დრამატურგს ისე აქვს დაწერილი, რომ კითხულობ, პერსონაჟები უკვე გიყვარს, ძალიან თბილი პერსონაჟები არიან"- აღნიშნა "ნიუპრესთან" საუბარში რეჟისორმა ნინო მაღლაკელიძემ.

ის ქუთაისში დაიბადა, თუმცა შემდეგ მისი ცხოვრება სანკტ-პეტერბურგში გაგრძელდა, სადაც მიიღო განათლება და რეჟისორი გახდა. ამბობს, თუ თეატრიდან იქნება მის მიმართ ინტერესი, მზადაა, დარჩეს და აქ გააგრძელოს საქმიანობა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია