შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

თვითმართველობა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
 06 ნოემბერი 2019

ქუთაისში, ნიკეას ქუჩის #21-ში, გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაო პროცესს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია გაეცნო , საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კახა ბოჭორიშვილთან ერთად.

რეაბილიტაციას ,,გლობალ ბილდინგი" ახორციელებს. პროექტის ღირებულება 72339,55 ლარია.

„გზის ამ მონაკვეთზე, ყოფილი „აისის“ ქარხანასთან, მოსახლეობა რამდენიმე წელი ითხოვდა გზის შეკეთებას. ჩვენ გავითვალისწინეთ მათი მოთხოვნა. ხვალ კი მთლიანად დასრულდება გზის საფარის დაგება. მოეწყობა სანიაღვრე სისტემა და ტროტუარიც“ , - განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები
ახალი ამბები