შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ქეთო და კოტეს", რომელიც ყველაზე მოთხოვნადი სპექტაკლია, განახლებული სახით წარვადგენთ"

კულტურა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
 11 ოქტომბერი 2019

ჩემი დებიუტი ამ როლით შედგა, როგორც ქუთაისის, ასევე თბილისის  ოპერის სცენაზე - ამბობს ქუთაისის ოპერის მომღერალი ბადრი ადამია. ის ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე სპექტაკლში  "ქეთო და კოტე" კოტეს როლს შეასრულებს.
 
მომღერლის თქმით, მაყურებლის წინაშე სპექტაკლის განახლებული ვერსიით წარსდგებიან. 
 
"ჩვენმა თეატრმა გადაწყვიტა,  სპექტაკლი განახლებული სახით მსმენელს წარუდგინოს, რადგანაც ყველაზე მითხოვნადი და საყვარელი სპექტაკლია მსმენელისთვის. რაც შეეხება ჩემს პერსონაჟს, ვთამაშობ კოტეს, სამ პერსონაჟის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. ამ თეატრშიც ჩემი დებიუტი ამ როლით შედგა და  შარშან, თბილისის საოპერო თეატრშიც პირველად ამ როლით წარვსდექი.  ახლა ახლებურად შევხედეთ ამ პერსონაჟებს და შესაბამისად, ახლებურად მივაწვდით მსმენელს და იმედი მაქვს, მოწონებას დაიმსახურებს.  გარდა დეკორაციისა და კოსტიუმებისა, სიუჟეტებიც ძალიან შეიცვალა, ", -განაცხადა ბადრი ადამიამ. 
ქეთოს როლს ასევე ცნობილი მომღერალი მარიკა მაჩიტიძე შეასრულებს. მისი თქმით, აღნიშნულ როლზე არაერთხელ უმუშავია, თუმცა ამბობს, რომ განახლებულ ვერსიაზე მუშაობა გაცილებით საინტერესო იყო. 
"ვასრულებ ქეთოს როლს. ჩემთვის უკვე არაეთხელ შესრულებული როლია, წილად მხვდა ბედნიერება, რომ პრემიერაზე შევასრულო.  მე მგონი, რომ ეს სპექტაკლი ძალიან დიდხანს იცოცხლებს ქუთაისის ოპერის სცენაზე. 100 წლისაა "ქეთო და კოტე და ეს ბევრის მთქმელია"-აღნიშნა მარიკა მაჩიტიძემ.
 
ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი ირინე ლომინაძის ხელმძღვანელობით 51-ე თეატრალურ სეზონს  დღეს ხსნის. 
ვიქტორ დოლიძის ოპერის მიხედვით სპექტაკლის ახლებურ ვერსიაზე რეჟისორმა მაია გაჩეჩილაძემ იმუშავა. დამდგმელი დირიჟორია რევაზ ჯავახიშვილი. სპექტაკლში სრულად ქუთაისის ოპერის თეატრის მსახიობები თამაშობენ.
 
“ქეთო და კოტეს“ დადგმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
ვიქტორ დოლიძის ოპერას წელს საიუბილეო 100 წელი შეუსრულდა. 
 
ფოტო არქივიდან

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია