შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ონლაინ მედიის წარმომადგენელებისთვის საქმიანობის შეზღუდვა გაუგებარი და დაუსაბუთებელია"

საზოგადოება
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
 18 აგვისტო 2019

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო  ონლაინ მედიის მიმართ განხორციელებულ დისკრიმინაციული ფაქტის შესახებ განცხადებას ავრცელებს. საქმე ეხება 16 აგვისტოს სოფელ გუგუტიანთკარში მომხდარ ფაქტს,  როდესაც  ონლაინ მედიის წარმომადგენლებს მუშაობის საშუალება არ მიეცათ. ტეროტორიაზე მხოლოდ მაუწყებლები და საერთაშორისო მედია დაუშვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა კი მათ განუმარტეს, რომ ყველას დაშვების შემთხვევაში “უსაფრთხოების კონტროლი გართულდებოდა".

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ონლაინ მედიის მიმართ შს სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას დისკრიმინაციად აფასებს და მიიჩნევს, რომ არ შეიძლება ჟურნალისტების დაყოფა იმის მიხედვით, თუ რა პლატფორმით ავრცელებენ ისინი ინფორმაციას. ქარტიის საბჭოს მიაჩნია, რომ ონლაინ მედიის წარმომადგენელებისთვის საქმიანობის შეზღუდვა გაუგებარი და დაუსაბუთებელია.

"ონლაინ გამოცემები, ტელემედიის მსგავსად, საზოგადოების ინფორმირებისთვის მუშაობენ და ხშირად პირველები სწორედ ისინი ავრცლეებენ ამბებს. ამასთან საგულისხმოა, რომ საქართველოში იმ პირთა რიცხვი, ვინც ინფორმაციას ონლაინ მედიით იღებს, ყოველწიურად იზრდება.

სამწუხაროდ, ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა. ჟურნალისტური ეთიკის როგორც წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტები ხშირად საუბრობენ, რომ სხვადასხვა ღონისძიებაზე ონლაინ მედიის წარმომადგენლებისთვის არათანაბარი სამუშაო პირობებია.

მოვუწოდებთ ყველა სამთავრობო უწყებას, დანერგოს ჟურნალისტთა აკრედიტაციის ისეთი წესები, რომელიც დისკრიმინაციულ მდგომარეობაში არ ჩააყენებს მედიის გარკვეულ კატეგორიას. შეიმუშავოს ღონისძიებსა თუ სხვადასხვა ტერიტორიაზე ჟურნალისტთა დაშვების გამჭვირვალე და სამართლიანი კრიტერიუმები, რომლებიც ყველა პლატფორმის წარმომადგენელს თავისუფლად მუშაობის საშუალებას მისცემს", -ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია