შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ლანჩხუთის ცენტრში მოქალაქე დააკავეს

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=40445 
 08 აგვისტო 2019

რამდენიმე წუთის წინ, ლანჩხუთის ცენტრში, ყოფილი უნივერმაღის შენობის წინ პოლიციამ ერთი პირი დააკავა და ადგილზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად პოლიციის განყოფლებაში გადაიყვანეს.

,,გურია თუდეის“ ინფორმაციით, მამაკაცი თურქეთიდან დაბრუნდა და ახლობელს დაუკავშირდა, რათა სახლში ცოლ-შვილთან მანქანით წასულიყო, რა დროსაც მას პოლიცია მიუახლოვდა და შეჩერება მოთხოვა.
შსს სამინისტროში აცხადებენ, რომ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. ,,ჩვენს მიერ შეჩერებული იქნა საქართველოს მოქალაქე. საქმე აღძრულია სსკ 260 მუხლით, რაც გულისხმობს ნარკოტიკული ნივთერების შეძენა-შენახვას, სხვა დეტალებს ამ ეტაპზე ვერ გეტყვით. ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები“ _ უთხრეს „გურია თუდეის“ შსს-ში.
რამდენიმე დღის წინ, ანალოგიურად, სპეცოპერაცია ჩატარდა „მეტროს“ ავტოსალაროს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც, სავარაუდოდ, თბილისში მიმავალი მოქალაქე დააკავეს.
ორივე შემთხვევაში, დაკავებაში სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული სამართალდამცველები მონაწილეობდნენ, რომელთაგან მხოლოდ რამდენიმე გახლდათ ადგილობრივი.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება