შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სოციალურ პაკეტში ცვლილებები შევიდა

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/sazogadoeba/article/30339 
 02 მარტი 2019
გურჯაანის საკრებულოს მორიგ სხდომაზე სოციალურ პაკეტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს.


სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მაია ბეროშვილის განმარტებით, ამიერიდან ერთსულიანი ოჯახები ერთჯერადი დახმარების სახით - 50, ორსულიანი -70, ხოლო სამსულიანი ოჯახები 100 ლარს მიიღებენ. მისივე თქმით ცვლილებებია ასევე სამედიცინო თანადაფინანსების კუთხითაც.
„ სამედიცინო ხარჯების დაფინანსება სარეიტინგო ქულებისა და საერთო ხარჯვის მიხედვით განისაზღვრება. აქამდე 160 ათას ქულამდე ბენეფიციარების თანადაფინანსება გვქონდა, რომელსაც 50 პროცენტით, არაუმეტეს ხუთასი ლარით ვაფინანსებდით. ამჯერად შემოვიღეთ ახალი კრიტერიუმი, რომელიც კომისიის გვერდის ავლით იქნება მიღებული. თუ ოპერაციისთვის 800 ლარამდეა საჭირო, არაუმეტეს 200 ლარით დავაფინანსებთ, 800-დან 1500 ლარამდე - 250 ლარით, ხოლო 1500 ლარის ზევით უკვე 300 ლარით დავეხმარებით“

ცვლილებას დეპუტატების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია