შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"სანამ მე ვარ ხელმძღვანელი, აქ ვერც ერთი ოზურგეთელი ვერ იმუშავებს“-ლანჩხუთში ოზურგეთელებს ბლოკავენ

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36632 
 01 მარტი 2019

 

"სანამ მე ვარ ხელმძღვანელი აქ ვერ ცერთი ოზურგეთელი ვერ იმუშავებს" - ამ სიტყვებით დამითხოვა სამსახურიდან - ამბობს ქორეოგრაფი მელისი ნადირიძე

დავით წერეთელი, რომელიც ამ დაწესებულებას ხელმძღვანელობს ირწმუნება რომ მუნიციპალიტეტისათვის ადგილობრივი კადრები პრიორიტეტულია: "რატომ არ უნდა დადიოდეს ლანჩხუთის ქუჩებში ადგილობრივი ქორეოგრაფი"? - კითხულობს წერეთელი.

ლაჩხუთის კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელს, დავით წერეთელს თანამშრომლები დისკრიმინაციაში, ზეწოლასა და შანტაჟში ადანაშაულებენ და სასამართლოში უჩივიან.

ადგილობრივ ქორეოგრაფიულ ანსამბლ "მხედრების" მთავარი ქორეოგრაფი, მელის ნადირიძე ირწმუნება, რომ ის სამსახურიდან მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ დაითხოვეს, რომ ოზურგეთელია:

მელის ნადირიძე ანსამბლ „მხედრების“მთავარი ქორეოგრაფი: "2016 წლის დასაწყისი იყო ,რომ მთხოვეს მივსულიყავი მათთან და დამეწყო მუშაობა, ქორეოგრაფად. დავხმარებოდი მათ.  როგორც ამიხსნეს  ჩემი ანაზღაურება მოხდებდა მაშინ, როცა მუნიციპალიტეტიდან მოხდებოდა დაფინანსება, ვერ მოხერხდა ჩემი ხელფასის გადახდა და მხოლოდ აგვისტოდან დაიწყეს ჩემთვის ხელფასის მოცემა, იმის იმედით რომ შემდგომში კიდევ გაიზრდებოდა ანაზღაურება და დაფინანსება კულტურის ცენტრის და ასევე მოხდებოდა წინა თვეების ანაზღაურება, შემდეგ შეიცვალა ხელმძღვანელობა მუნიციპალიტეტში, იყო დაპირება რომ უკეთესობისკენ წავიდოდა სიტუაცია, მატერიალურ- ტექნიკური ბაზაც შეუსაბამო იყო ჩვენი საქმიანობისათვის, მაგრამ ჩვენ მაინც ვშრომობდით, ანაზღაურება მოცეკვავეების იყო 80 ლარი, ცოლშვილიანი ბიჭები და გათხოვილი გოგონები იყვნენ და როგორია 90 და იშვიათად 120 ლარი მისცე მოცეკვავეს, ის კიარა და გოგონები 60 ლარ იღებდნენ. მაგრამ ჩვენ მაინც ვაგრძელებდით მუშაობას უკეთესის იმედით,  მოვიდა ახალი ხელისუფლება ადგილზე, 2018 წლიდან თვითონ აიპშიც განთავისუფლდა მმართველი გუნდი, დირექტორი და ახალი დირექტორი მოვა და ყველაფერი კარგად იქნებაო. ეს იყო 10-11 თვის უკან , დაინიშნა დავით წერეთელი დირექტორად, მივედი, მივულოცე კაბინეტში, მოვუყევი, ავუხსენი ჩვენი სიტუაცია, როგორი მწირი დაფინანსება გვქონდა, თუმცა 2019 წლის 2 თებერვალს მე გამანთავისუფლეს, შემატყობინეს 5 რიცხვში, კლუტურს ცენტრის მენეჯერმა რომ იკითხა რატომ აკეთებთ ამასო, მან სამი წელიწადი იშრომა და იწვალა , ამდენი საქმე გააკეთა უპრეტენზიოთო. მე მასთან პიროვნული პრეტენზია არ მაქვსო, გაუთავდა მას ხელშეკრულება და არ ვარ ვალდებული რამე ავუხსნაო და საერთოდაც მინდა მანდ ადგილობრივი კადრები იყოსო, არცერთ ოზურგეთელს არ გავუგრძელებ კონტრაქტს თუ არის მანდ ვინმეო. მისი დანიშვნის დღიდან მე ამას ვგრძნობდი, ადამიანი 10 თვის მანძილზე ერთხელ დარბაზის კარს რომ არ შემოაღებს, არ შეგამოწმებს,რას საქმიანობ, რას აკეთებ, დავალებას არ მოგცემს, ან არც კაბინეტში არ დაგიბარებს,მოცეკვავეს გაგინთავისუფლებს, დაგინიშნავს, ხელფასს მოუხსნიან ისე რომ მთავარ ქორეოგრაფს არ შეგეკითხებიან, მისაღებია ეს შენთვის თუ არა, განთავისუფლების მერე მიდის საუბრები, ახალი ხედვები მაქვს მეო. ახალი ხედვა რას ქვია,ნახევრად გავხადო ტანსაცმელი თუ ფარ-ხმალის მაგივრად ჯოხი დავაკავებინო ხელში. ასეთი სურვილები თუ გაქვს ხომ უნდა დამიძახო და მითხრა , ან შენიშვნა მითხრა,ან წამახალისო. სამი წელი ვიმუშავე და თითქოს არც არაფერი გამიკეთებია.ერთ მშვენიერ დღეს მოუნდა მას რომ არ ვიყო, არ იყოს ოზურგეთელი მანდ და მათავისუფლებს. ვთხოვე მას აეხსნა მიზეზი,მას არანაირი პრეტენზია არ ქონდა ჩემთან, მაგრამ გათავისუფლებული ხარო. ყველას უკვირს რაც მოხდა, მაგრამ პასუხს ვერ ვცემ ვერავის. როგორ ვუთხრა ვინმეს რომ თურმე მე აქ, ოზურგეთში დაბადებული და მკვიდრი კაცი, არ შეიძლება ვმუშაობდე ლანჩხუთში. სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ძალიან კომფორტულად გრძნობენ ჩვენს ქვეყანაში თავს და მე აქაურ კაცს არ მაქვს უფლება ჩემს რეგიონში ვიმუშაო.

მიზანმიმართულად იწყო ამ ადამიანმა ჩემი საქმის ჩამოშლა, ვაიმედეთ, ვაიმედეთ მოცეკვავეები რომ ყველაფერი შეიცვლებოდა,მაგრამ არაფრი. ჩვენს ბენდს სხვა რეგიონები ეძახდა და ეხმარებოდნენ  კონცერტებზე და სხვა რეგიონებიდან მოყავს თურმე ახლა.

2016 წელსაც საანგარიშო კონცერტი რომ ჩატარდა სცენაზე გამოვიდა რეზო ჭანიშვილი და ანსამბლი წარადგინა სახელმწიფო წოდებაზე, სამ - ოთხ თვეში იმდენი შრომა ჩავდეთ, რომ ამას მივაღწიეთ. ბენდთან დაკავშირებით ვიცი რომ ტენდერია გამოცხადებული. სამჯერ დაგვიქირავა "ჩეკ ინ ჯორჯიამ" ბათუმში და თანხები გადაიხადა, ერთხელ რომ არ მოწონებოდათ,სამჯერ ვინ დაგვიქირავებდა? ახსენებს სიტყვა განვითარებას და ამაში რას გულისხმობს მე ვერ გავიგე".

ლანჩხუთის კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძრვანელობის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი კიდევ ერთ თანამსრომელს შეაქვს თამაზ ცინცაძე დავით წერეთელს თანამსრომლებზე ზეწოლაში, შანტაჟსა და მუქარაში ადანაშაულებს:

ვრცლად წერილს ლანჩხუთის კულტურის ცენტრში განვითარებულ მოვლენებზე "გურიის მოამბის" ორშაბათის ნომერში შემოგთავაზებთ

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია