შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გომბორის უღელტეხილზე შეზღუდვები დაწესდა

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/sazogadoeba/article/30344 
 03 მარტი 2019
გომბორის უღელტეხილზე მოსული თოვლის გამო თელავი- ვაზიანი- გომბორის საავტომობილო გზაზე შეზღუდვები დაწესდა.
ერთი წამყვანი ხიდის მქონე ავტომანქანებისთვის მხოლოდ ზამთრის საბურავებით და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით არის დაშვებული გადაადგილება. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ ზამთრის საბურავებით.

"თელავიდან სოფელ უჯარმამდე თოვლი დევს, გზას ვწმენდთ და ვყრით ტექნიკურ მარილს.  ცალკეულ მონაკვეთებზე ლიპყინულის გამო არსებობს მოცურების საფრთხე, ამიტომ გზაზე შეზღუდვები მოქმედებს,"- განაცხადა თელავის საგზაო სამმართველოს წარმომადგენელმა თამაზ აბდულაშვილმა.

გომბორის საავტომობილო გზაზე არსებულ ვითარებას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს.


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა