შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

" ხელისუფლება წითელ ხაზს ძალიან მიუახლოვდა"- ხუხაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36654 
 02 მარტი 2019

„ქართულმა ოცნებამ“ სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებისთვის აკრძალული მეთოდები გამოიყენა, რომელიც სისხლის სამართლის კანონმდებლობით დასჯადია… 
მაღალი თანამდებობის პირების წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობამ წაშალა ზღვარი სახელმწიფოსა და პარტიას შორის“, -ასეთი მწვავე შესაფება გააკეთა ეუთომ, საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ შემაჯამებელ დასკვნაში. 
ეუთოს განცხადებას, „პრესა.ჯი“-სთან საუბრისას, პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი აფასებს. 
„ბუნებრივია უარყოფითად ვაფასებ ამ დასკვნას და მის შინაარს. საერთოდ, ის მოვლენები, რაც ბოლო პერიოდში ქვეყნაში ვითარდება,  დეგრადაციისაკენ არის მიმართული. 
ამისათვის, ეუთოს დასკვნაც არ იყო საჭირო, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეუთო დიპლომატიურ ენას იყენებს და ბოლომდე ფრჩხილებს არ ხსნის, თუმცა, შიდა საუბრებში ჩვენი უცხოეული პარტნიორები საკმაოდ მწვავე შეშფოთებას გამოთქვამენ დემოკრატიული პროცესის დეგრადაციაზე. 
რაც ყველაზე სამწუხაროა, არჩევნების შემდეგ, კიდევ უფრო მძიმედ განვითარდა მოვლენები, ფაქტობრივად, განხორციელდა არადემოკრატიული ტენდენციები, კიდევ უფრო გაუარესდა მდგომარეობა და ეს არის ძალიან სახიფათო.
ჩვენ უნდა გვესმოდეს რომ ევროპა მზად არის ავანსად ბევრი შანსი მოგვცეს, მაგრამ არსებობს წითელი ხაზი, რომლის იქითაც უკვე იწყება სერიოზული პრობლემები. 
ვფიქრობ, რომ ჩვენი ხელისუფლება ამ წითელ ხაზს ძალიან მიუახლოვდა, ამიტომ, დროა გონს მოეგონ“, – ასე შეაფასა „პრესა.ჯი“-სთან საუბრისას გია ხუხაშვილმა ეუთოს დასკვნა, რომელსაც უმწვავესი შინაარსი აქვს

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია