შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/sazogadoeba/article/30345 
 04 მარტი 2019
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4-6 მარტს საქართველოში მოსალოდნელია უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +15, +20, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +13, +18 გრადუსამდე მოიმატებს.


უწყების ინფორმაციიტ,  7 მარტს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კვლავ მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონაში შესაძლებელია ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა +7, +12 გრადუსამდე დაიკლებს.

თბილისში 4-6 მარტს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +15, +17 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. 7 მარტს კი დღისით იწვიმებს, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +9, +11 გრადუსამდე დაიკლებს.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია