შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„ოცნება“ განწირულია, დეგრადაცია გარდაუვალი"- ხუხაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36672 
 03 მარტი 2019

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის თქმით, „ოცნების“ ნგრევას ვერაფერი ვეღარ შეაჩერებს და ირაკლი კობახიძის მოჩვენებით გუნდურობასაც ბზარი აქვს გაჩენილი.

„ვინ დარჩება უმრავლესობაში, ვინ წავა, ვინ იქნება პარლამენტის თავმჯდომარე - ეს საინტერესო აღარ არის, რადგან ქვეყანაში მიდის დიდი პროცესი და ეს პროცესები ბევრად მასშტაბურია. 

„რღვევას, რომელიც „ოცნებაში“ დაიწყო ვერაფერი ვერ შეაჩერებს, „ოცნება“ განწირულია. კობახიძის მოჩვნებით გუნდურობასაც, რომელიც ბიძინა ივანიშვილზე დგას, ბზარი აქვს გაჩენილი. ამ გუნდში არიან ადამიანები, რომლებსაც განსხვავებული აზრი აქვთ სასამართლოს თემასთან დაკავშირებით. მაგალითად, ჩუგოშვილი, კობერიძე, რომან კაკულია თავისთავად. მიდის ტენდენცია, რომელიც შეიძლება დროში გაიწელოს, რადგან დღეს კობახიძე ავტორიტეტს არ წარმოადგენს და მაინც ბიძინა ივანიშვილს უწევენ ანგარიშს.

„თუმცა „ოცნების“ დეგრადაცია გარდაუვალია. კობახიძის გუნდში დარჩება მხოლოდ ზარდიაშივილი, ოხანაშვილი და შეიძლება კიდევ რამდენიმე“, - განაცხადა „რეზონანსთან“ გია ხუხაშვილმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია