შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გომში დასახლებულ პუნქტში მგელმა ძროხა დაგლიჯა

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36682 
 04 მარტი 2019

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში, მგელმა ძროხა დაგლიჯა. 

შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. 

დასახლებულ პუნქტთან რამდენიმე მეტრში მეპატრონემ საქონელი დაგლეჯილი იპოვა. 

"მაკე ძროხა იყო. გუშინ წინ, სამანქანო გზაზსათ ახლოს ვიპოვეთ დაგლეჯილი. უკვე მტაცებელი დასახლებულ პუნქტებში ჩამოდის და მარტო საქონელს კი არა, ადგჰილობრივებსაც გვიქმნის პრობლემას"-გვითხრა დაზარალებულმა. 

ცნობისთვის, ბოლო თვეების განმავლობაში ოზურგეთის სოფლებში, დასახლებულ პუნქტში მტაცებელი არა ერთხელ შეუნიშნავთ. ბევრია დაზარალებული ადამიანი, ვისაც მგელმა საქონელი შეუწამა, ან დაუგლიჯა. 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია