შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საპარლამენტო უმცირესობა დაიშალა

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=21623 
 04 მარტი 2019
მე-9 მოწვევის პარლამენტში უმცირესობა 20-დეპუტატისგან შემდგარი “ევროპული საქართველოს“ წევრებით იყო წარმოდგენილი.საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობიდან დეპუტატების გასვლამდე, უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ სულ 14 დეპუტატი იყო. მათ რიგებს ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი და ბექა ნაცვლიშვილი,ზვიად კვაჭანტირაძე და ახლა უკვე გია ჟოროლიანი და მირიან წიკლაური შეემატნენ. შედეგად, უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ 41 დეპუტატი აღმოჩნდა. ამდაგვარმა გადაადგილებამ კი, “ევროპული საქართველოს“ უმცირესობის დაშლა გამოიწვია.შესაბამისად, უმცირესობის ლიდერის თანამდებობას კარგავს დავით ბაქრაძე. “ევროპული საქართველო“ სასესიო და საკომიტეტო განხილვებისას, სიტყვით გამოსვლის იმ დამატებით შესაძლებლობას კარგავს, რაც მათ უმცირესობის დროით ჰქონდათ.[sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
სამართალი