შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ზუგდიდელმა კიკბოქსიორმა საერთაშორისო შეჯიბრზე რუსეთის წარმომადგენელს სძლია

სპორტი
წყარო:  Live Press / http://www.livepress.ge/ 
 02 მარტი 2019
ზუგდიდელმა კიკბოქსიორმა საერთაშორისო შეჯიბრზე პირველი ბრძოლა მოიგო. 75 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლადო გაბისონიამ რუსეთის სახელით მებრძოლი აბდულ აზიზ იუსუპოვი დაამარცხა.

„ლაივპრესს“„კოლხეთი კიკბოქსინგის“ მედიასთან ურთიერთობის მენეჯერმა გიორგი ჩანგელიამ უთხრა, რომ ამ გამარჯვებით კლუბ „დავით ქირიას“ წევრმა ქართველმა სპორტსმენმა მოიპოვა კიდევ ერთი ბრძოლის უფლება ACA KB-ზე. ვინ იქნება მისი მოწინააღმდეგე, ჯერ უცნობია.

სულ ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში „დავით ქირიას“ ხუთი მებრძოლი მონაწილეობდა. მათგან ოთხი ზუგდიდელი. ლადო გაბისონიას გარდა დანარჩენი კიკბოქსიორები ტურნირზე დამარცხდნენ.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია