შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სოფელ ზინობიანის მცხოვრებლები საძოვრების გაყიდვას აპროტესტებენ

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=37206 
 05 მარტი 2019

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანის მცხოვრებლები საძოვრების გაყიდვას აპროტესტებენ და მათ დაბრუნებას ითხოვენ. აღნიშნული მოთხოვნით ადგილობრივებმა აქციაც გამართეს. მათი თქმით, 15 ჰექტარი მიწის ფართობი 2017 წელს მათგან ფარულად, კერძო პირებზე გასხვისდა. ზინობიანელებმა სარჩელით სასამართლოს უკვე მიმართეს.
,,სოფელში მცხოვრებლების უმეტესი ნაწილი მესაქონლეობით ირჩენს თავს. საძოვრები არ გვაქვს რომ პირუტყვი გავიყვანოთ საძოვებლად. თუ საძოვრები არ იქნება ხომ არ დავხოცავთ ძროხებს, შეიძლება გაყიდვა მოგვიწიოს. ეს კი ბევრი ოჯახისთვის ერთ-ერთი შემოსავლის წყაროა”,- განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.
მათივე განცხადებით, სოფელს მიწა 49 წლიანი იჯარით ჰქონდა აღებული, თუმცა, ყოფილი გამგებლის, ილია მზექალაშვილის დროს აუქციონი ისე გამოცხადდა, რომ მოსახლეობას არ შეატყობინეს.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიაში აღნიშნულ საკითხზე ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ. უწყების ინფორმაციით, აღნიშნული ტერიტორია ორი წლის წინ თვითმმართველობაში შექმნილმა აღიარებითმა კომისიამ კერძო პირზე კანონის დაცვით გაასხვისა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები