შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დღეიდან უკრაინასა და საქართველოს შორის მიმოსვლა ID ბარათებით იქნება შესაძლებელი

პოლიტიკა
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 01 მარტი 2019
დღეიდან, უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეები ორივე ქვეყანაში გამგზავრებას ID ბარათებით შეძლებენ.

მოქალაქეებს ერთმანეთის ქვეყნების ტერიტორიაზე ვიზის გარეშე გადაადგილების უფლება 90 დღის განმავლობაში ექნებათ.

ორ ქვეყანას შორის "აიდი" ბარათებით მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას საქართველოსა და უკრაინის პრემიერ-მინისტრებმა 2018 წლის ოქტომბერში მოაწერეს ხელი.

აღსანიშნავია, რომ უვიზოდ მიმოსვლით სარგებლობისათვის, საჭიროა პირადობის ჩიპიანი, ელექტრონული მოწმობები. ორ ქვეყანას შორის "აიდი" ბარათით გადაადგილება შესაძლებელია საჰაერო და საზღვაო გზით.



დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია