შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ივანიშვილმა ამით აღიარა, რომ არაფერი გამოუვიდა და იქნებ ღარიბაშვილს გამოუვიდესო" - ხიდაშელი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36715 
 05 მარტი 2019

მე, როგორც ერთ ადამიანს არ მაქვს იმის მოლოდინი, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილებას თავად მიიღებს, მითუმეტეს, ახლა, როდესაც სრულიად ნათელია, რომ „ქართული ოცნების“ დღეები დათვლილია, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებაში“ კადრების კრიზისი სახეზეა.

„ზოგადად სადმე რომ დაბრუნდე იქ ნამყოფი უნდა იყო. ირაკლი ღარიბაშვილი ზოგადად ქართულ პოლიტიკაში არასდროს ყოფილა. ის იყო ტექნოკრატი პრემიერი, მანამდე მინისტრი, რომელიც მისი უფროსის ნების გამტარებელი და აღმასრულებელი იყო. პოლიტიკაში ყოფნა გაცილებით სხვა რამეა და არა ის, რასაც ირაკლი ღარიბაშვილი აკეთებდა. კრიზისი ,,ქართულ ოცნებაში“ მის გამო და მის დროს შეიქმნა. პრობლემების უდიდესი ნაწილი სწორედ მის გამო და მის დროს დაგროვდა. ამიტომ „ქართულ ოცნებას“ თუ ახლა გამოსავლად ის მიაჩნია, რომ პრობლემა უკან დააბრუნოს, ან პრობლემა პრობლემაზე დაამატოს, ეს, რა თქმა უნდა, მათი პრობლემაა და მე ნაკლებად მაღელვებს. თუმცა, მათი მხრიდან გასაკვირიც არ იქნება სუპერ არაადეკვატური გადაწყვეტილების მიღება“, - განაცხადა ხიდაშელმა.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის განცხადებით, თუ ივანიშვილი მზად არის თქვას, რომ პარტიაში არაფერი გამოუვიდა და იქნებ ღარიბაშვილს გამოუვიდეს, ეს ძალიან არაადეკვატურია.

,,სრულიად ნათელია, რომ მამუკა ბახტაძის შემცვლელი სახეზეა. თუ ახლა ამ კრიზისმა არ გადაიყოლა, გიორგი გახარია გამზადებულია მომავალ პრემიერად. ამიტომ ამ თვალსაზრისით მე არ მაქვს მოლოდინი, რომ „ოცნებაში“ ახლა სხვა ვერსიაზე ფიქრობდნენ ან მუშაობდნენ. ორი ვარიანტია ღარიბაშვილი ან ხელისუფლებაში უნდა დაბრუნდეს, ან მთავრობაში. პარტიაში ივანიშვილია თავმჯდომარე და ხელისუფლებაში გახარია მოდის, როგორც პირველი პირი. ორივე შემთხვევაში სახეზეა ფიგურები. თუ ივანიშვილი მზად არის ხმამაღლა თქვას, რომ პარტიაში არაფერი გამოუვიდა და ახლა იქნებ ღარიბაშვილს გამოუვიდეს, ეს ხომ ძალიან არაადეკვატურია“, - დასძინა თინა ხიდაშელმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია